| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანენი![]()
Biographyვანენი–ყოფილი ნისიმე XIII საუკუნის მოღვაწეა. მისი თაოსნობითაა გადაწერილი ერთ-ერთი სადღესასწაულო ხელნაწერი. იგი არა მხოლოდ დამკვეთი, არამედ ხელნაწერის დამზადების უშუალო მონაწილეც ყოფილა. კალიგრაფს გადაუწერია სვინაქსარული მასალა და გამოტოვებული საგალობლები ბოლოს დაურთავს. გადამწერის ანდერძი: "წმინდაო მამაო, ესე რომელიცა ერთობილი დღე დაგურჩომოდა, ამა წიგნისა ბოლოს ამად მოვაქციეთ, რომე იმა მუხლებსა დაყრილსა, რაცა საგალობელთა თუეთა ბოლოსა ჩაგრთავს, მას თანა ამად აღარ ჩაერთვოდა, რომე ესე სეკტენბრისა ოთხისა, იანვრისა და დეკემბრისა ქუემოით აღარ მოექცევოდა, აშლით იქნებოდა და აღარ მირიგებით ქნებოდა... საძიებლად გაძნელდებოდა და რაი წიგნისა ნაკუეთი ნახა, პატრონმან ვანენი ყოფილმა ნისიმე, რომე არ გასქელდებოდა, ესე ჩუენგან დაგდებული აქა ბოლოსა დაგუაწერინა". ისტორიული მასალების მიხედვით რამდენიმე ვანენია ცნობილი; ერთ-ერთი მათგანი შაჰანშა მანდატურთ-უხუცესის ძის მხარგრძელის მეუღლე ათაბაგისა და ამირსპასალარის სადუნის ასული, XIII საუკუნის მოღვაწე. იგი დაინტერესებული ყოფილა საეკლესიო მშენებლობითაც. ცნობილია აგრეთვე XIII საუკუნის მოღვაწის ცოტნე დადიანის მეუღლე ვანენე (ვანელე). წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.44-45
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

