| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ რაზმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1955წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე; 1955-1958წწ. ქ. ზესტაფონის ფერო-შენადნობის ქარხნის მშენებლობა, სამუშაოთა მწარმოებელი; 1958-1974წწ. ტრესტი "ჭიათურმშენი", სამშენებლო მასალათა კომბინატის დირექტორი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1974-1982წწ. ტრესტი "ჭიათურმშენი", მმართველი; 1982-1992წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროში: 1982-1984წწ. ცენტრალური აპარატი, განყოფილების უფროსი; 1984-1992წწ. სამინისტროს N9 ტრესტის მმართველი. მშენებლობებს ხელმძღვანელობდა გორის, კასპის, ქარელის, ბორჯომის, ახალციხის, ცხინცვალის, ახალქალაქის რაიონებში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ერთ წელიწადში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 133 საცხოვრებელი სახლი, კასპის რაიონში ცემენტის ქარხანა და მეტეხის აგურის ქარხანა. დიდი სამშენებლო აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა მიწისძვრით დაზიანებული ცხინვალის, საჩხერის, ჭიათურის, ამბროლაურის რაიონების 19 სოფელში; 1992 წლიდან მუშაობა გააგრძელა გაერთიანება "ტაძარმშენის" უფროსის თანამდებობაზე და აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ტაძრებზე. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.270 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

