The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სევდაოზ

Other name:სევდაოზ ჭამარაულის ასული
Date of birth:14??
Date of death:14??
Category:Nobleman

Biography

სევდაოზ ჭარმაულის ასულის დაკვეთით XIII-XIV საუკუნეებში შესრულებულია სვინაქსარი (თავდაპირველად კალენდარი, რომელშიც წელიწადის თვეთა დღეების მიხედვით შეტანილი იყო ქრისტიან წმინდანთა ხსენებები და დღესასწაულები). ამ საკითხზე ცნობას გვაწვდის გადამწერი ფილიპე. იგი წერს: "სრულ იქმსა წმიდა ესე სვნავსარი, განმანათლებელი ეკლესიათა და წინამძღუარი და მოძღუარი ყოვლისა სოფლისაი ბრძანებითა ჭარმაულის ასულისა სჯულკარგის. და... რისა და მღვდელთა და წიგნთმოყუარისა პატრონისა სეედაოზისითა"! საინტერესოა სევდაოზის "წიგნთმოყუარედ" მოხსენიება, მაგრამ მეტი არაფერია ცნობილი მის "წიგნთმოყუარეობაზე". დასახელებული სვინაქსარი სევდაოზს დაუმზადებია მისი სულის "საშენდობლოდ და ვარამის საგამარჯუ6ბოდ". ჭარმაულები აზნაურები ყოფილან. "ქრონიკების" ერთერთ გვერდზე მითითებულია: "აზნაურიშვილის... ჭარმეულის სახლში ძველთიგანვე ნაქონი სახელო მეჯინიბეთ უხუცესობა მოგიბოძეთ". ჭარმაულები გვხვდებიან XV საუკუნის მოღვაწეთა შორის, ცნობილია XVI საუკუნის მწიგნობარი გიორგი ჭარმაული და ა. შ. სევდაოზის შესახებ ხელნაწერი არაფერს გვამცნობს. ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის სვინაქსარსა და "გერგეტის სულთა მატიანეში" მოხსენიებულია არაგვის უცნობი ერისთავის ვარამ II შაბურის ძისა (1480-1490-იანი წლები) და მისი თანამეცხედრის სევდაოზ-ყოფილი სევდაოზ ჭარმაულის ანდერძ-მოსახსენიებლები.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.45-46


Share: