The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ახვერდოვი

დაბადების თარიღი:1758
გარდაცვ. თარიღი:1810  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი.

დაიბადა ქართველ ჰუსართა პოლკის ოფიცრის, ისაია ვასილის-ძე ახვერდოვის ოჯახში, რომელიც წარმოშობით ცხინვალელი სომეხი იყო და გაჰყვა მეფე ვახტანგ VI-ის ამალას რუსეთში.

1774 წელს სამხედრო სამსახურში შევიდა რიგითად, მოზდოკის საველე ბატალიონში. 1783-1788წწ. მსახურობდა კავკასიის მე-4 ეგერთა ბატალიონში; 1788-1794წწ. მსახურობდა კავკასიის მუშკეტერთა პოლკში; მონაწილეობდა 1787-1791წწ. რუსეთ-თურქეთის ომში; 1794-1798წწ. მსახურობდა ყიზლარის საგარნიზონო პოლკში; 1798-1800წწ. მსახურობდა ყაზანის მუშკეტერთა პოლკის მეთაურად; 1799 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1800 წელს პირადი პატაკით გადადგა სამხედრო სამსახურიდან და გადავიდა სამოქალაქო უწყებაში; 1801 წლის 19 აგვისტოს კვლავ დაბრუნდა ჯარში და დაინიშნა ყიზლარის კომენდანტად; 1802 წელს დაინიშნა ყიზლარის საგარნიზონო პოლკის შეფად; 1804 წელს - ყალმუხი ხალხის მთავარ პრისტავად; 1806 წელს - ჩეჩენ ხალხთა ზედამხედველად. კეთილსინდისიერი და გულმოდგინე სამსახურისთვის იმპერატორმა ალექსანდრე I უბოძა მას ბრილიანტის ბეჭედი (1807). დაჯილდოებული იყო ორდენებით, ბრიგადირი (1800).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.34


გააზიარე: