The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ჯოხაძე

თინათინ ჯოხაძე
Date of birth:15 January, 1952  (74 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანდარი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ქ. ოდესის პიროგოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს; ქ. მოსკოვის რევმატოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1995 წელს.

1981 წლიდან გურჯაანის რაიონული პოლიკლინიკის ექიმი-რევმატოლოგი; 2000 წლიდან შპს პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში; გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა : ჯანდაცვის ეკონომიკის საფუძვლები (2003), ჯანდაცვის მართვა და ორგანიზაცია (2005), სასწავლო კურსი ტრენერებისთვის "საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ინტეგრაცია ტუბერკულოზის კონტროლის სისტემაში" (2005), Ceurce in Management and Administration....Family Medicine Practices" (2006), პირველადი ჯანდაცვის მართვა - საინფორმაციო სისტემა (2007); ჯანდაცვის სერვისის მენეჯერების გადამზადების სასწავლო პროგრამა პირველადი ჯანდაცვის სექტორის განხრით (2007); მიღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატი - "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის სერვის-ორგანიზაცია" (2001); სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული აქვს ჟურნალებში: "Архив терапии" (1994, მოსკოვი), "Ревматология" (1994, მოსკოვი), გაზეთი "მედიცინა" (1995, თბილისი); ექიმი - რევმატოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1995).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რევმატიული დაავადებების გავრცელება გურჯაანის რაიონში", დაიცვა 1995 წელს (ხელმძღ. პროფესორი დოდო ქართველიშვილი, ქ. თბილისი). 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.874-875

Member of Organizations

  • საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაცია, წევრი

Share: