The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როლანდ ახალაია

როლანდ ახალაია
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1952  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1977წწ. ქ. სოხუმის ავტონომიური რესპუბლიკის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ინტერნი; 1978-1981წწ. ქ. ტყვარჩელის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი; 1981-1983წწ. ქ. მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983 წლიდან ქ. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს "რესპუბლიკა" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან ქ. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს "რესპუბლიკა" გენერალური დირექტორი; 2020 წლიდან არის ქ. ზუგდიდის კლინიკა "ენე - ლაის" სამედიცინო მენეჯერი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე; 2002 წელს გავლილი აქვს სერთიფიცირება "ზოგად ქირურგიაში", ხოლო 2006 წელს - ჯანდაცვის ორგანიზაციაში. ექიმი-ქირურგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.876-877; მედიაჰოლდინგი "ზუგდიდელები": zugdidelebi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქ. ზუგდიდის საკრებულო, წევრი (1998-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
  • 1988 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: