The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მემანიშვილი

თამარ მემანიშვილი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; 2024 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.
პროფესიული გამოცდილება: 
01.11.2006 – 01.03. 2008წწ. იყო შპს "სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"- ს სხდომის მდივანი/არბიტრი; 01.02.2008–31.12.2008წწ. სსიპ ფონდის "ირმის ნახტომი" იურისტი; 01.06.2009–01.09.2009წწ. შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი" მოწვეული არბიტრი; 01.03.2011–01.07.2012წწ. სსიპ პროფესიული კოლეჯის "პროფესიონალი" იურისტი; 01.09.2012–01.12წწ. ააიპ პროფესიული კოლეჯის "განთიადი" შესყიდვების მენეჯერი/იურისტი; 01.10.2012–01.05.2013წწ. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" იურისტი; 01.03.2014–01.11.2016წწ. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "მერმისი" იურისტი; 01.01.2009–01.10.2016წწ. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი; 01.10.2016–03.09.2018წწ. სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი; 03.09.2018–07.07.2025წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსი; 07.07.2025–15.01.2026წწ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი; 16.01.2026 წლიდან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

სხვა საგანმანათლებლო აქტივობები: 2016 წელს – სასწავლო კურსი – სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგი (დიუსელდორფი); 2017 წელს – ტრენინგი – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების პოლიტიკა; 2017 წელს – ტრენინგი – ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა; 2018 წელს – სასწავლო კურსი – ადამიანური რესურსების მართვა საპოლიციო უწყებებში (დიუსელდორფი); 2019-2021წწ. – პედაგოგიური საქმიანობა სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯში "მერმისი" (მოდულები – ნორმატიული აქტების გამოყენება; სამოქალაქო განათლება; საოფისე შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა); 2022 წელს – სასწავლო კურსი – ლიდერობა და მართვა (ბერლინი, ჰერტის სკოლა);  2023 წელს - სასწავლო კურსი – სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულების შეფასება; 2023 წელს – სასწავლო კურსი – სტრატეგიის შემუშავება და შესრულება (ბერლინი, ჰერტის სკოლა); 2023 წელს – სასწავლო კურსი – ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული განვითარება, სტრატეგიის შემუშავება და შესრულება (ბერლინი, ჰერტის სკოლა).

წყარო: საგანმანათლებლო ვებ-გვერდი საქართველოში: edu.aris.ge; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: facebook.com


გააზიარე: