The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე რაზმაძე

მარინე რაზმაძე
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1983 წელს.

1983 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ზოგადი და თეორიული თბოტექნიკის კათედრაზე ჯერ უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, დოცენტად, კათედრის პროფესორად. ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ავტორია სამი გამოგონებისა და 20 სამეცნიერო ნაშრომის. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.273

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: