| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილარიონ ისარლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი და ალექსის მე-3 სამხედრო სასწავლებელი. მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. იაკობ და რაფიელ ისარლიშვილების ძმა. 1867 წლიდან რუსეთის არმიის ოფიცერი - პორუჩიკი (1870), კაპიტანი (1879), პოდპოლკოვნიკი (1888). 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. 1900 წლიდან პოლკოვნიკი და სკოპინის 224-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაური. იმავე წელს დაინიშნა ორენბურგის 105-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906 წელს თადარიგში გავიდა მუნდირის ტარების უფლებით და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1906). წყარო: რუსეთის იმპერიის გენერლები: rusgeneral.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

