The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანსელმო მღებრიშვილი (პატრი)

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

სასულიერო განათლება მიიღო რომში.

მსახურობდა გორში, ბათუმსა და სხვა კათოლიკურ ეკლესიებში. ლათინურიდან ახალ ქართულ ენაზე თარგმნა თომა კემფელის თხზულება "მიბაძვა ქრისტესი" ოთხწიგნად და პირველად გორში გამოსცა (მანამდე გორში წიგნი არ დაბეჭდილა): წიგნი I და II (გორი, 1889), წიგნი 3-4 (გორი, 1890). ბათუმში ქართველ კათოლიკეთათვის ააშენა დიდი კათოლიკური ეკლესია, რასაც დიდძალი თანხა შესწირა (აქედან 240.000 მანეთი სტეფანრე ზუბალაშვილის იყო). "მე უაღრესად მწამს ღვთისმშობელი და საქართველო, ჩემი რწმენის ქვაკუთხედს ეს ორი საგანი შეადგენს". მწიგნობარი, ქართველი კათოლიკე პატრი მესხეთიდან.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.403-404

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1887-)

ბიბლიოგრაფია

  • მიბაძვა ქრისტესი : 4 წიგნად (მთარგმნელი) // წ.3 და 4. - გორი, ა. კალანდაძის და ი. ყანჩაველის სტ., 1890. - 185-518გვ.
  • მიბაძვა ქრისტესი : 4 წიგნად (მთარგმნელი) // წ. 1 და 2 / წინასიტყვ. ავტ.: ა. მღებრიშვილი. - გორი, არ. კალანდაძის და ნ. ზარიძის სტ., 1889. - 184 გვ.

გააზიარე: