The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ახვერდოვი

დაბადების თარიღი:1820
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1896  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯევანქის სომხური სასაფლაოს საგვარეულო აკლდამა, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

გენერალ თევდორე ახვერდოვის შვილი. მონაწილეობდა (1853-1856) ყირიმის და (1877-1878) რუსეთ-ოსმალეთის ომებში. თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა კავკასიაში. მსახურობდა 38-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1878 წელს გავიდა თადარიგში და ცხოვრობდა ტფილისში. დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1876).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა : სომეხი გენერლები საქართველოდან : ბიოგრაფიული ცნობარი / მ.ჯ. გოგიტიძე, გ.ა. ბეჟიტაშვილი.-თბ.,2014.-გვ.37

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1877 - ოქროს იარაღი (წარწერით მამაცობისთვის)

გააზიარე: