The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი სვანი

ბადრი სვანი
ოფიციალური სახელი:ბორის სვანი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1943  (39 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო კრიხი, ამბროლაურის რაიონი.

დაამტავრა თბილისის კომერციული სასწავლებელი 1921 წელს; აკაკი ფაღავას სტუდია (ახლანდელი თეატრალური ინსტიტუტის ბაზა) 1924 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი. 

1924-1928წწ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1928-1931წწ. მოზარდმაყურებეთა თეატრის მსახიობი; ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო "სახკინმრეწვში" ინჟინრად და გააგრძელა მუშაობა სტერეოკინოზე; 1936-1942წწ. სოხუმის დრამატულ თეატრი, რეჟისორ-მსახიობი. მის მიერ შესრულებული კინოროლები: ახალგაზრდა აფხაზი ვაჟი (ჟელიაბოვის ფილმი "რეკორდი); მამა (ფილმი "იბრაგიმი და გოდერძი"); სოხუმის თეატრის სცენაზე განახორციელა 16 თეატრალური დადგმა: "მზის დავნელება საქართველოში", "ქრისტინე", "შუქურას საიდუმლო", "ბრმა მუსიკოსი", "პატარა კახი", "სიმღერა ქალზე", "ურიელ აკოსტა" და სხვა.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.283


გააზიარე: