| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამილა თეიმურაზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1983-1985წწ. მუშაობდა თელავის სამედიცინო ქსელში სხვადასხვა თანამდებობაზე: ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრად, რაიონის მთავარ პედიატრად; 1985-1995წწ. რაიონის მთავარი ექიმის მოადგილედ დედათა და ბავშვთა სამედიცინო მომსახურების დარგში; 1995-1997წწ. კახეთის მხარის მთავარ სპეციალისტად დედათა და ბავშვთა სამედიცინო მომსახურების დარგში; 1997 წლიდან მუშაობს შპს "ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის" დირექტორად; სხვადასხვა დროს აიმაღლა კვალიფიკაცია: ზოგად პედიატრიაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში - "ძუძუთა კვების", "პედიატრიის აქტუალური საკითხები". მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატები და ლიცენზიები; ასევე, გავლილი აქვს სასწავლო კურსი ჯანდაცვის ორგანიზაციაში, ოქსფორდის პოლიტიკის მართვის ჯგუფის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამა (2007, 6 თვე); მიღებული აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის (ოქსფორდის პოლიტიკის მართვის ჯგუფი) (OPM) შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი; მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან - "კლარიტასი", "კურაციო"; აქტიურად მონაწილეობს მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელებაში -" ძუძუთი კვების ხელშეწყობის", " ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების", "უსაფრთხო დედობის", "ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის" პროგრამა და სხვა; ბავშვთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თელავის რაიონში მის მიერ შემუშავებული მოდელით ჩატარდა პედიატრიული სამსახურის რესტრუქტურიზაცია და მისი ერთ რგოლში მოქცევა. ჩამოყალიბდა სამედიცინო დაწესებულება - "ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი". ამ მოდელის განხორციელებით შესაძლებელი გახდა მომსახურების ხარისხის ამაღლება, გაუმჯობესებული სპეციალიზებული სამსახურების განყოფილებათა შორის არსებული კონსულტაციისა და ადვილი ურთიერთობების მეშვეობით. სერიოზულმა და რადიკალურმა ღონისძიებებმა ჩამოაყალიბა სტრატეგია - ნეონატალური სერვისის შექმნა: პალატების რეაბილიტაცია, სამედიცინო აპარატურით აღჭურვა, კადრების გადამზადება, პრაქტკული უნარ-ჩვევების დანერგვა, უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა. შეიქმნა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული რეანიმაციული განყოფილება. ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.880-882 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

