The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი სხირტლაძე

ირაკლი სხირტლაძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ–ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1961 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა. 

1961 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში: 1961-1969წწ. შემთხვევით პროცესთა თეორიის განყოფილება, ინჟინერი, წამყვანი ინჟინერი; 1969-1974წწ. ინფერმაციის თეორიის ლაბორატორია, გამგე; 1974-2006წწ. შემთხვევით პროცესთა თეორიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 2006 წლიდან სსიპ კიბერნეტიკის ინსტიტუტი (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი) სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილება, უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1961-1969წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, უმაღლესი მათემატიკის კათედრა, ლექტორი; გამოქვეყნებული აქვს 40-მდე მეცნიერული ნაშრომი, რომლებიც ძირითადად ეხება ფუნქციათა თეორიასა და ალბათობის თეორიის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. მათემატიკის აკადემიური დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ფურიე-უოლშის მწკრივთა აბსოლიტური კრებადობის შესახებ", დაიცვა 1973 წელს).

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.285


გააზიარე: