| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ შიუკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ლენინგორი. დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი; 1945 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ის იყო ერთადერთი სტუდენტი, რომელმაც დაიმსახურა სტალინის სტიპენდია. დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1950 წლეს. მუშაობა დაიწყო სამხატვრო აკადემიაში პროფესორის თანამდებობაზე. 1950 წლიდან მუშაობდა მხატვარ-მულტიპლიკატორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1957 წელს საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. როგორც მხატვარმა იმუშავა "მოსფილმის" ფილმებზე "ბორის გოდუნოვი" და "რომეო და ჯულიეტა". 1980 წელს წავიდა ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობდა ნიუ-იორკში, შემდეგ ვაშინგტონში. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. ის ერთდროულად იყო იმპრესიონისტი და "სოცრეალიზმის" ოსტატიც, ხატავდა პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებს, თეატრისა და კინოს დეკორაციის ესკიზებს. ხშირად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში: იტალია, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია და სხვა. მის მიერ შესრულებულმა ბალერინა გალინა ულანოვას პორტრეტმა გრანპრი მიიღო ვენის საერთაშორისო სამხატვრო გამოფენაზე. ამერიკაში მხატვრის არაერთი პერსონალური გამოფენა ჩატარდა. მის გამოფენებს მასპინძლობდნენ: ნიუ-იორკი, ჯერსი-სიტი, სტენფორდი, ალექსანდრია (ვაშინგტონის ძველი უბანი) და სხვა. 1986 წლის დეკემბერში დიდმა ჟურნალმა "სამყარო და მე" (ვაშინგტონი) თავისი ფურცლების დიდი ნაწილი დაუთმო ქართველი მხატვრის შემოქმედებას. ამავე დროს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. 1987 წლის იანვარში გაიხსნა პერსონალური გამოფენა ტაივანში. მისი მრავალი ნამუშევარი, ჯერ კიდევ ემიგრაციამდე, შეიძინა მოსკოვის, ლენინგრადისა და ვოლგოგრადის მუზეუმებმა. მხატვარი ძალიან პოპულარული გახდა ამერიკელ და ევროპელ კოლექციონერებში. მისი ნამუშევრები იყიდებოდა აუქციონებზე. გარდა კოლექციონერებისა, სურათებს დიდი ბანკები და ოფისებიც ყიდულობდნენ. საქართველოში დაცულია მხატვრის მხოლოდ ერთი ნახატი. მისი ქალიშვილის (პირველი ქორწინებიდან), ლალის პორტრეტი, რომელიც მან თბილისის მუზეუმს აჩუქა. სამამულო ომის მონაწილე. ემიგრანტი. წყარო: სოცრეალიზმი - კიევის კოლექციონერების კლუბი: socrealizm.com.ua Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

