| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ეკლესიის სამრევლო დაწყებითი სასწავლებელი. 1892 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სტამბაში, შეისწავლა ასოთამწყობის პროფესია. იყო ერთ-ერთი საუკეთესო ასოთამწყობი, რომელიც "მოამბესა" და "ცნობის ფურცლის" გამოცემაზე მუშაობდა. 1907 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპული წესის სტამბა "იდეალის" მოწყობაში. დიდი ცვლილება შეიტანა საბეჭდი ასოს გადაკეთებაში: ვენური ასო-ციცერო №12 კორპუსის №10-ზე ჩამოასხმევინა, თუმცა ტევადობა შეუმცირა 2 პუნქტით, ფორმა და მოცულობა თითქმის იგივე დაუტოვა, რამაც შეუწყო ხელი ბეჭდვითი საქმის განვითარებას, განსაკუთრებით კი პრესის გამოცემას. ამ ასოებით პირველად გაზეთი "სახალხო ფურცელი" აიწყო 1910 წელს. როგორც სცენისმოყვარულმა 1902 წელს, იოსებ იმედაშვილთან და სხვებთან ერთად, საძირკველი ჩაუყარა ავლაბრის (ე. წ. "მურაშკოს") თეატრს, სადაც 15 წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ აქტიურად მონაწილეობდა მუშა-ხელოსნებისათვის გამართულ წარმოდგენებში, ზოგჯერ ქართული დრამატული დასის წარმოდგენებშიც. აქვეყნებდა პუბლიკაციებს სამეურნეო, საზოგადოებრივი, სასტამბო ხელოვნებისა და მისი ტექნიკის გაუმჯობესების და შესახებ. 1908 წელს ივანე მჭედლიშვილი იყო პასუხისმგებელ რედაქტორ-გამომცემელი სოციალ-ფედერალისტების პარტიული გაზეთისა "ისარი", რომელიც 1908 წლის 1 მარტის მთავრობამ დააჯარიმა 1000 მანეთით ან 3 თვით რედაქტორის დაპატიმრებით, რის გამოც გაზეთი დაიხურა. 1907 წელს გამოსცა სამსონ ფირცხალავას რედაქტორობით "დროების კალენდარი"- 1908 წელი, წელიწადი პირველი (თბ., ბეჭდვითი საქმის ამხანაგობის გამოც., 1907, 148 გვ.), მრავალი საყურადღებო მასალით, რომელშიაც, სხვათა შორის, პირველად გამოქვეყნდა "რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება" (1783 წლის ტრაქტატი) და ყველა პოლიტიკურ-რევოლუციური პარტიის პროგრამა. ამ კალენდარს მეფის ჟანდარმერიამ ყადაღა დაადო, აკრძალა, ხოლო ივანე მჭედლიშვილი, 5 თვით მეტეხის ციხეში პატიმრობის შემდეგ, როსტოვში გადაასახლა, სადაც იგი გაზეთში "პრიაზოვსკი კრაიზე" მუშაობდა. გადასახლებიდან ივანე მჭედლიშვილი 1911 წელს გამოიპარა და საქართველოში არალეგალურად ცხოვრობდა. 1917 წლის რევოლუციის დაწყებისას იყო სახალხო რაზმელი. მან დაწერა პირველი "ბეჭდვითი ხელოვნების ისტორიიდან" (ტფ., 1925). უფროსი ასოთამწყობი (მეტრანპაჟე), სასტამბო და ქართული ლითოგრაფიის ერთ-ერთი მოღვაწე, გამომცემელი, სცენისმოყვარული და ავლაბრის ხალხური თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.424 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

