The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ მესტვირიშვილი

ვლადიმერ მესტვირიშვილი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 2025  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1979–1991წწ. სსრკ ნაკრებისა და 1981 წელს ჭაბუკთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი; 1982–1991წწ. საქართველოს, 1979–1980წწ. ჭაბუკთა და 1980–1981წწ. ახალგაზრდული ნაკრებების პირველი მთავარი მწვრთნელი; 1995–2000წწ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და ამავე ქვეყნის კლუბ "იაკა-მუჩუმის" მთავარი მწვრთნელი; ამ კლუბთან ერთად ევროპის ჩემპიონთა საკლუბო (1996) და მსოფლიო (1997) თასების გამარჯვებული; ინდოეთის ნაკრების, აგრეთვე  ახალგაზრდული, ჭაბუკთა და ქალთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი (2003). სპორტის სახეობა - თავისუფალი ჭიდაობა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია: facebook.com; ქართული სპორტი: sport.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: