The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ჟამუტაშვილი

ნიკო ჟამუტაშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჟამუტაშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1925
გარდაცვ. თარიღი:8 აპრილი, 2008  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქ ყვარლის სასაფლაო, კახეთი
კატეგორია:არტისტი, დრამატურგი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

თეატრალური მოღვაწეობა 1942 წელს ყვარლის სახელმწიფო თეატრში დაიწყო. გამოირჩეოდა ბუნებრივი სცენური მონაცემებით, ხმის ტემბრითა და პლასტიკით, რაც დაეხმარა აქტიურად ჩართულიყო თეატრის რეპერტუარში, ხოლო 1949 წლიდან კი სათავეში ჩაუდგა ხელმძღვანელად კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრს.

მნიშვნელოვანი სპექტაკლები და როლები: "ლეიტენანტი გამიდოვი" (გერმანელი პოლკოვნიკი ფაინ ბომლი, რეჟ.: შალვა ჩერქეზიშვილი, 1944), "ხევისბერი გოჩა" (1947), "ქორწილი სოფელში" (მოხუცი ქართველი გლეხი, 1947), "მკაცრი ქალიშვილები" (გურული გლეხი ივანე, 1965), "მე ჩემს გზას მოვნახავ" (ვანო, 1967), "ალუბლის ყვავილი" (გოდერძი გოდერძიშვილი, დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით, 1967), "ოთარაანთ ქვრივი" (გიორგი).

ნ. ჟამუტაშვილის ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორობის დროს დაიდგა შემდეგი სპექტაკლები: "კეთილი მეზობლები" (1967), "მე ჩემს გზას მოვნახავ" (1968), "შვილი ან საყვარელი" (1967-1968), "სად ხარ ჩვენო მებაღეო" (1970), "ერთი დღე აგარაკზე" (1970), "კოტე მარჯანიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი წარმოდგენა" (1972-1973).

მონაწილეობდა ყვარლის კულტურის სახლთან არსებულ ვაჟთა გუნდ "ყვარელში" (1988); 1971 წლის 19 ნოემბერს გაიმართა ნიკოლოზ ჟამუტაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავი შემოქმედებითი საღამო. ცნობილია როგორც უგრიმო მსახიობი, გარდასახვის დიდოსტატი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: