The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ სვანიძე

ვარლამ სვანიძე
დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:1998  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ამბროლაურის რაიონი.

სწავლობდა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; დაამთავრა ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი.

1941-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. საბრძოლო გზა გაიარა ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩეხოსლოვაკიის ქ. ბრნომდე და 1945 წლის აპრილში მძიმედ დაჭრის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. დაასრულა პედაგოგიური ინსტიტუტი და პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა თავის მშობლიურ რაიონში. სიცოცხლის ბოლო წლებში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავიდა ქ. თბილისში, მათემატიკას ასწავლიდა 129-ე სკოლაში. დიდ სამამულო ომში საბრძოლო დამსახურებისა და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოებული იყო არა ერთი ორდენითა და მედლით.  გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომები პედაგოგიურ საკითხებზე.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.288


გააზიარე: