| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ დანელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაჯახაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1978წწ. იყო ქ. ქუთაისის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1978-1983წწ. მარტვილის რაიონის სოფელ ყუნწის საექიმო ამბულატორიის გამგე-ექიმი (განაწილებით) და პარალელურად - მარტვილის სასწრაფო დახმარების რიგგარეშე გამგე; 1983-1988წწ. მარტვილის პოლიკლინიკის უბნის ექიმი-თერაპევტი, შემდეგ გამგე; 1988-1995წწ. პარალელურად ასრულებდა სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის ფუნქციებს და მონაწილეობდა დამატებით მორიგეობებში და პაციენტებს სტაციონარში მკურნალობდა; მარტვილის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე პოლიკლინიკურ და ექსპერტიზის დარგში; 1995 წლიდან მარტვილის რაიონის ამბულატორიულ-პოკლინიკური გაერთიანების ჯერ მთავარი ექიმი, ხოლო ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის შემდეგ, შპს ამბულატორიულ-პოკლინიკური გაერთიანების დირექტორი (სულ გაერთიანებას ექვემდებარება რაიონული პოლიკლინიკა, ტუბერკულოზური განყოფილება, 19 საექიმო ამბულატირია; პარალელურად არის მარტვილის ერთ-ერთი უბნის მკურნალი ექიმი); არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორიც. მას მიღებული აქვს სერთიფიკატები ჯანდაცვის ორგანიზაციასა და შინაგან მედიცინაში. 2007 წელს გავლილი აქვს ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერთა მომზადებისა და გადამზადების კურსები საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში. ამასთან, იგი მარტვილის რაიონის მასშტაბით ჯანდაცვის საუკეთესო ორგანიზატორად ითვლება. მისი ორგანიზებით სოფელ ყუნწში აშენდა და კეთილმოეწყო ამბულატორია. მარტვილის სამედიცინო ცენტრ "მკურნალის" ექიმი-თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.886-887 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

