| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტოროშელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჟენევა, შვეიცარია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1928 წელს; ლენინგრადის კონსერვატორია. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ჩაირიცხა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში წამყვან სოლისტად. შეასრულა მთავარი პარტიები ოპერებში: "ფაუსტი", "ბოშათა ბარონი" და სხვა. ის მშობლების მსგავსად ვერ გადაურჩა 1936 წლის რეპრესიებს. 1936 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს და დღესაც გაურკვეველია სად და როდის დაიღუპა. შემდგომში კი ის, როგორც უდანაშაულო, რეაბილიტირებული იქნა. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის და მალაქია ტოროშელიძის ვაჟი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.291
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

