The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შაღაბანი სულთანი

Date of birth:19??
Category:Nobleman, Religious leader

Biography

შაღაბანი სულთანის მიერ შესრულებულია რამდენიმე წარწერა ვანის ქვაბთა მონასტრის ეკლესიის კედლებზე. ერთ-ერთი მათგანი შ. ონიანმა ასე აღადგინა: ცხენიდღაღმე დავარდნილი, დაბნედილი სულთქმით ახე, ფალავანთა ნათესავო, შვილო, მოგკალ თავსა მზრახე, ანდამატო, მკერდ-მკლავითა მზე მთვარესა შეგასახე, მუზარადი, ტახტ-გვირგვინი სხვა შენთანა ვერვინ ვნახე. "დამაწეიან  ეს შაირი შბნისელთანს. ვინც წაიკითხავთ. იტყოდით: ღმერთო უცოცხლე ყოველი". შაღაბანი სულთანის წარწერა მრავალმხრივაა საინტერესო, ის არა მხოლოდ ამ ქართველი მანდილოსნის განსწავლუეულობას მოწმობს, არამედ შეიცავს "როსტომიანის" ერთი სტროფის რამდენადმე სახეშეცვლილ ტექსტს. წარწერა XVI საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, ხოლო "როსტომიანის" ხელნაწერები მხოლოდ XVII საუკუნიდანაა ცნობილი, ასე რომ, შაღაბანი სულთანის ხელით შესრულებული ეს წარწერა არის "როსტომიანის" ტექსტის ჩვენთვის ცნობილი უძველესი ჩანაწერი. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ არა მხოლოდ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის, არამედ საერთოდ ქართულის კულტურის ისტორიისათვისაც. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილი ლიტერატურული საგანძური წარმოაჩენს XV-XVI საუკუნეების ქართული მწიგნობრობის მაღალ დონეს, გვაწვდის სატრფიალო-სამიჯნურო პოეზიის უნიკალურ ნიმუშებსა და ქართული ხალხური სიტყვიერების ჭეშმარიტ შედევრებს, ავლენს ქართველ შემოქმედთა პოეტურ კულტურასა და მსატვრულ გემოვნებას, ჰუმანურ იდეალებსა და ამქვეყნიური ცხოვრებისადმი უსაზღვრო სიყვარულს. ამ წარწერებზე აკად. კ. კეკელიძე წერდა: "ვეფხისტყაოსნის" პროლოგიდან ჩანს, რომ ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკურ ხანაში არსებობდა ლირიკული ჟანრის მოკლე ფრივოლური ლექსებიც. მისი ნიმუშები დღემდე მოგვეპოვებოდა მხოლოდ XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან. მაშასადამე, თარიღი თითქმის ორი საუკუნითაა წინ გადაწეული. წარწერებში შემონახულმა ლექსებმა ჩვენ ნათლივ დაგვანახეს, როგორ აფართოვებს თავის გავლენის სფეროს საერო-მხატვრული პოეზია და როგორ ასუსტებს ის საეკლესიო მწერლობის ბატონობას. თუ მონაზონი ქალებიც სატრფიალო-სამიჯნურო პოეზიას ეტანებიან და მას თავისი ნაწარმოებებით ამდიდრებენ, რაღა უნდა ეთქვათ საერო პირების შესახებ!"

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.69-70


Share: