| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან ბოჯგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზანა, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1983წწ. იყო სენაკის რაიონის სოფელ ფიცხოს ექიმი-პედიატრი; 1983-1988წწ. სენაკის რაიონის სოფელ ეკის საექიმო ამბულატორიის გამგე; 1988-1995წწ. სენაკის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დარგში; 1995 წლიდან შპს სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი; მიღებული აქვს კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში შემდეგი მიმართულით: რეანიმაცია-ანესთეზიოლოგია (1986), რენტგენოლოგია (1986), ჯანდაცვის ორგანიზაცია (1988), ზოგადი კურსის ჯანდაცვის მენეჯმენტი (2000), კიბოსწინარე და სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა (2001), ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მართვა (2004), ბავშვის ჯანსაღი კვება (2005), ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა რეანიმაცია (2006), ავადმყოფი ბავშვის კვების თანამედროვე ასპექტები (2006); მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატი - "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია" (2001), სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში-ნეონატოლოგია (2003); მისი დირექტორად მუშაობის 12 წლის განმავლობაში, სენაკის რაიონის 5 სოფელში აშენდა ახალი საექიმო ამბულატორია, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა რამდენიმე საექიმო ამბულატორიას, სოფელ ნოქალაქევის საექიმო ამბულატორიაში მოეწყო აშშ-დან გამოგზავნილი ახალი ინვენტარით მოწყობილი სტომატოლოგიური კაბინეტი, აშენდა ახალი საექიმო ამბულატორია სოფელ გეჯეთში, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქის პოლიკლინიკას, შეიძინეს ახალი აპარატურა და სხვა. ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის საუკეთესო ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 890-891; ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება : შპს სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება / მარიკა შამათავა // კოლხეთი.-სენაკი, 2017.-N23-24-25.-გვ.5
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

