The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონი კვიციანი

ჯონი კვიციანი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კავკასიის ისტორიის კათედრის გამგე.
მეცნიერული ინტერესების სფერო: კავკასიის ხალხთა ისტორია, კულტურა და ცივილიზაცია; კითხულობს საგნებს: კავკასიის ხალხთა ისტორია, კავკასიის ხალხთა კულტურა, კავკასიის ხალხთა სოციოკულტურული ანთროპოლოგია, კავკასიის გეოპოლიტიკა და რეგიონალიზაცია, შესავალი კავკასიოლოგიაში; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია: "Подготовка специалистов в высшей школе в 60-80-е годы (на материалах Северного Кавказа,1990), "კავკასია XX საუკუნეში" (2001), "აფხაზურ-ქართული ინტეგრაციის პრობლემები XX-XXI სს." (2013), "კავკასია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე" (2017) და სხვ. მისი სამეცნიერო სტატიები იბეჭდება სხვადასხვა აკადემიურ გამოცემაში: "კავკასიოლოგიური ძიება", "მაცნე", "Научная мысль Кавказа", "Вопросы истории" და სხვ. იგი ორ ათეულ წელზე მეტხანს ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ასევე ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში.
წყარო: "კავკასია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 2021 წლამდე" : სალექციო კურსი / ჯონი კვიციანი.-თბ.,2021.-340გვ.; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: caucasiology.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: