| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მეტონიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხვანჭკარა, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს. 1949–1952წწ. მუშაობდა არქიტექტორად კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1952–1963წწ. – საქკომუნპროექტში; 1963–1967წწ. – თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და ტიპობრივი დაპროექტების ექსპერიმენტულ ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"); 1967 წლიდან – საქქალაქსახპროექტში პროექტის მთავარ არქიტექტორად. ნამუშევრები: საბავშვო ბაღი 50 ადგილზე (1956); კულტურის სახლი 400 ადგილზე (1959); საქართველოს პროფკავშირების კულტურის სასახლე თბილისში (1973, ახლანდელი პროფკავშირების კულტურის ცენტრი და სხვ.). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

