| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ამილახორი![]()
Biographyცნობილია ერთი მოზრდილი კრებული, რომელიც XVI საუკუნეში გადაუწერია ზებედეს, მასში გამოჩენილი მოღვაწეების (იოანე ოქრობირის, ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელისა და სხვ.) ნაწარმოებების გვერდით გვხვდება "ძეგლის წერა", რომელშიც შეტანილია ქართველ მეფე-დიდებულთა და სხვა პირთა მოსახსენებელი, საკმაოდ მრავლადაა დასახელებული ათაბაგთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მისი მომგებელი უნდა იყოს ქეთევან-ქრისტინეს ასული თამარ, მეუღლე ქოიარ-ყოფილი ქერობინ ამილახორისა. ხელნაწერში რამდენიმე ანდერძ-მინაწერია, სადაც თამარი იხსენიება: "ღმერთო და აწყურისა ღმრთისმშობელო, პატრონი თამარ და ძენი მისნი მშვიდობით დაიცევი და დღეგრძელობით. ცოდვანი მისნი შეუნდოს ღმერთმან. ამინ" თამარ ამილახორი, როგორც ჩანს, შეძლებისდაგვარად ბაძავდა დედასა და ბებიას. დედა-ქეთევან ან ქეთაონ ბაგრატიონი იყო ასული ქართლის მეფის გიორგისა (1446-1466) და თამარ ყვარყვარე II ათაბაგის. ბებია-თამარი იყო ასული ყვარყვარე II ათაბაგის (1416-1498) და დედისიმედის (1435-I489), მეუღლე ქართლის მეფის გიორგი მერვისა. (1446-1466). წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები / იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.73-74
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

