| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარგალიტა მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1938 წელს. 1938–1948წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1939 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. 2008 წელს მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო ფრანკფუტსა და მარბურგში (გერმანია) გამართულ გამოფენაზე – "თანამედროვე ქართული მხატვრობა"; 1945 წელს პერსონალური გამოფენა (მ. მეტრეველთან ერთად) ჰქონდა საქართველოს სურათების გალერეაში (ახლანდელი დ. შევარდნაძის სახ. საქართველოს ეროვნ. გალერეა) ოფიცერთა საოლქო სახლში, (1959). მ-ის შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს: პორტრეტს, პეიზაჟს, ნატურმორტს, ისტორიული და ყოფითი ხასიათის სურათებს. ნამუშევრები: "დილა სოფლად" (1954), "ვარძია" (1966), "თამარ მეფე" (1966), "ა. გრიბოედოვი ა. ჭავჭავაძის ოჯახში" (1981)", "პალიასტომის ტბა" (1981) და სხვ. მისი ფერწერული ტილოები დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ა. ჭავჭავაძის (წინანდალი), ი. ჭავჭავაძის (ყვარელი), ა. ყაზბეგის (სტეფანწმინდა) სახლ-მუზეუმებში და სხვ. ავტორია ალბომისა "ცხოვრება გრძელდება" (თანაავტორები: შ. მეტრეველი, მ. მეტრეველი, თბ., 1983). ფერმწერი. მხატვარ შოთა მეტრეველის მეუღლე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

