| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ დედოფალი![]()
Biographyთინათინ დედოფალი ლევან კახთა მეფის (1520 – 1574) მეუღლე იყო. "ხოლო რაჟამს სთხოვა ლევან მპყრობელმან კახეთისამან გურიელსა ასული იგი მისი თინათინ ცოლად, მაშინ მოსცა გურიელმან და წარიყვანეს კახეთს"("ქართლის ცსოვრებაში"). თინათინ დედოფლის ბრძანებით აუშენებიათ შუამთის (ახალი შუამთა) მონასტერი. "ხოლო რაჟამს იქორწინა, შემდგომად მცირედისა ჟამისა იწყო შენებად შუამთას მონასტერსა დედისა ღმრთისასა, რამეთუ ფრიადი მოსწრაფება აჩუენა და ჟამსა რაოდენსამე შინა აღაშენა იგი, შეასრულა და შეამკო ყოვლისავე სამონასტრო წესითა და სამკაულითა". ცნობილია, რომ თინათინი თავის თანამეცხედრეს გაჰყრია, რადგან "ლევან იყო სიძვისა და მრუშების მოყუარე", და შუამთის მონასტერში აღკვეცილა მონაზვნად. იგი იქვე დაუკრძალავთ, რადგან "დაუტევა ანდერძი, რათა არა დამარხონ გუამი მისი ქმრისა თვსისა ლევანისა თანა, არამედ დაემარხოს იგი შუამთას თვსსა აღშენებულსა მონასტერსა და ყვეს ეგრეთ". ზუსტი ქრონოლოგიური ცნობები თინათინის მოყვანის, განტევების და სიკვდილის შესახებ არ მოგვეპოვება. თინათინის ბრძანებით 1535 წელს გადაუწერიათ გიორგი ათონელის მიერ თარგმიილი სვინაქსარი რომელსაც დართული აქვს ანდერძი: "აღვწერე წიგნი ესე სვინაქსარი ბრძანებითა პატრონისა დედოფლისა თინათინისათა. დავიწყე გრემს, სანახებსა ღმრთისმშობლისა საყდარსა შინა, თუესა დეკემბერსსა ექუსსა, ქორონიკონს სკგ (/=223+ +1312=-:1535/), გათავდა ალონს, ტაძარსა შინა ნათლისმცემლისასა, თუფშსა ივნისსა იბ (/=- I2/), დღესა შაბათსა, ქორონიკონსა სკგ (/=2223+1312- 1535/), დამოწმებული ანდერძის მიხედვით, რომ თინათინ დედოფალს გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართული ხელნაწერების გამრავლების საქმეში. გურიის მთავარ მამია I გურიელის შვილი, კახეთის მეფე ალექსანდრე II და აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნიკოლოზ VII-ის დედა. ქველმოქმედი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.74-75
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

