The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი მჭედლიშვილი

Date of birth:19??
Date of death:July, 1931
Category:Engineer, Scientist

Biography

უმაღლესი განათლება მიიღო გერმანიაში, შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

სტუდენტობის დროიდანვე დიდი ყურადღება მიაქცია საქართველოსათვის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების საქმეს. სწავლის დამთავრებისთანავე, ამიერკავკასიისა და საქართველოს წყალთა მეურნეობის სამმართველოების დავალებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა ჩაატარა: დაამუშავა აბაშის, რიცეულას, ენგურის, კოდორის, ბზიფის და სხვა მდინარეთა ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების საკითხი, რომლის შესახებ ხშირად წერდა ჟურნალ-გაზეთებში. როგორც უცხო ენათა საუკეთესო მცოდნე, რუსულ და ქართულ ენებზე თარგმნიდა მასალებს უცხოეთის ტექნიკურ მიღწევათა შესახებ. მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მიერ შექმნილ ტერმინოლოგიურ კომისიაში, როგორც პირველი ქართული ტექნიკური ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორი. ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების სპეციალისტი და პირველი ქართული ტექნიკური ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.428-429


Share: