| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ჭილაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1960 წელს; ქ. მოსკოვის ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1963 წელს. 1968-1971წწ. მუშაობდა მოსკოვის ორგანული ნაერთების ინსტიტუტში, სადაც მან ინტესიურად დაიწყო თხევადი კრისტალების ოპტიკური და ელექტროოპტიკური თვისებების შესწავლა; ამ პერიოდში შექმნა პიონერული ნაშრომი, რომელიც ეხება სპირალურ სტრუქტურებიანი თხევადი კრისტალების ელექტროოპტიკას და შემდგომი მეცნიერული კვლევების ძირითადად ასეთი სტრუქტურების შესწავლას მიეძღვნა; 1972 წელს დაბრუნდა ქ. თბილისში და მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში სათავეში ჩაუდგა მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა, როგორც ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპიული სისტემების განყოფილება, რომელსაც მრავალი წელია ხელმძღვანელობს; მისი უშუალო მონაწილეობით შესრულებულია მრავალი სამეცნიერო სამუშაო და მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაგანაც ზოგიერთი ამ დარგის წამყვანი საზღვარგარეთელი მეცნიერის მიერ პრიორიტეტულადაა მიჩნეული; გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 3 მონოგრაფია და 10 გამოგონება; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციში, რომლებიც სხვადასხვა დროს იმართებოდა აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთში გერმანიაში, იტალიაში, ინდოეთში; 1981 წელს მისი ინიციატივით ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თხევად კრისტალებში; როგორც მიწვეული პროფესორი მუშაობდა პარიზში, ბორდოში (საფრანგეთი), ბოლონიაში (იტალია), გეტებორგში (შვეცია), ტოკიოში (იაპონია); ქართული თხევადკრისტალური ფიზიკის სკოლის დამაარსებელი. ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1967), ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი (1983), მყარი ტანის ფიზიკის დარგის პროფესორი (1984). მწერალ სერგი ჭილაიას შვილი. წყარო: გამოჩენილი მეცნიერი / ჯუმბერ ლომინაძე, გურამ ხარატიშვილი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1997. - 29 ივლისი. - N180 (2553). - 6გვ. Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

