| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ქართველიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1956 წელს; მოსკოვის ბაიკოვის სახელობის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1959 წელს. 1980 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ფხვნილთა მეტალურგიისა და ფხვნილოვანი დანაფარების რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. საფუძველი ჩაუყარა და ხელმძღვანელობდა რესპუბლიკაში მეცნიერებისა და ტექნიკის ამ ახალ მიმართულებას - ფხვნილთა მეტალურგიას, რომელსაც აქვს დიდი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა. მისი შრომები ფართოდ არის ცნობილი ქართველი და საზღვარგარეთელი სპეციალისტებისათვის. ი. ქართველიშვილი 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ის მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო და დიდ ყურადღებას უთმობდა სამეცნიერო კადრების მომზადებას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადებულია თხუთმეტზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ი. ქართველიშვილის სპორტული მიღწევები. იყო სპორტის ოსტატი - საქართველოსა და ამიერკავკასიის არაერთგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, სსრკ ხალხთა სპარტაკიადის პრიზიორი, საბჭოთა კავშირი მრავალგზის ჩემპიონი ძალოსნობაში. იგი აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად და ოლიმპიური კომიტეტის წევრად. მისი პრეზიდენტობის დროს საქართველო მიღებული იქნა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წევრად. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1996). წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.322 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

