The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნაზი კერძევაძე

ნაზი კერძევაძე
Date of birth:25 December, 1955  (70 years)
Category:Medical Doctor, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1978-1980წწ. სუბორდინაცია და ინტერნატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე, ქირურგიის სპეციალობით; 1980-1987წწ. ხონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი და პოლიკლინიკის რაი-ონკოლოგი; 1987-1989წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა კლინიკური ორდინატურა ონკოლოგიაში; 1990-1994წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტი რენტგენოლოგიასა და ონკოლოგიაში; 1999-2008წწ. მუშაობდა საკვალიფიკაციო თემაზე: "ძუძუს კიბოს საწყისი სტადიების ორგანოს შემანარჩუნებელი მკურნალობა"; ქ. ხონის შპს "ჯანმრთელობა" კლინიკის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში; 2004-2006წწ. იყო ხონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს თავმჯდომარე. რამდენჯერმე აიმაღლა კვალიფილაცია და მოიპოვა სერთიფიკატები: წარმატებით ჩააბარა სამეტაპიანი გამოცდა ქირურგიაში (1999), ონკოლოგიაში (2001) და ჯანდაცვის ორგანიზაციაში (2002); გაიარა სერთიფიცირების ქირურგიაში (2001); ამავე დროს, იგი განუწყვეტლივ იმაღლებს სამედიცინო ცოდნის დონეს ტრენინგებითა და უახლესი სამედიცინო ლიტერატურის საშუალებით; გაიარა საქართველოს ექიმთა კონგრესის "საქართველოს ჯანმრთელობის დაცვა საუკუნეთა მიჯნაზე, რეალობა და პერსპექტივები" ფარგლებში უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი კურსი - ლიდერის როლი სამედიცინო დაწესებულების მართვის პროცესში (2003), უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამა - "თანამედროვე მოლეკულური მორფოლოგიის მეთოდები ავადმყოფთა ადრეულ დიაგნოსტიკაში" (2003, აგვისტო); მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ქირურგთა XIV კონგრესის მუშაობაში (2003, ნოემბერი), XVIII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა-კონფერენციაში "კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ფარგლებში და უწყვეტი პროფესიული განათლების კურსი "დიაბეტური ტერფი" (ქობულეთი, 2005, ივლისი), სასწავლო-სალექციო სესიაში ოჯახისა და პრაქტიკოს ექიმთა დასახმარებლად -"თანამედროვე კლინიკური მედიცინის აქტუალური საკითხები საქართველოში" (ბაკურიანი, 2006, მარტი), თბილისში მომზადდა უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამით "მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადებები" (2006, ივნისი), 2006 წელს (26-29 ივლისს) ქ. ქობულეთში მონაწილეობდა საქართველოს მედიკოსთა საერთაშორისო სასწავლო-სალეციო სესიაში ოჯახისა და პრაქტიკოს ექიმთა დასახმარებლად: "თანამედროვე კლინიკური მედიცინის აქტუალური საკითხები საქართველოში" (2006, ივლისი), თბილისის ონკილოგიური დისპანსერის ბაზაზე გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი კურსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში მუნიციპალური პროგრამით: "მოსახლეობის კიბოთი ავადობისა და კვდომის პრევენცია" (2006, სექტემბერი). მიენიჭა პირველი საკვალიფიკაციო კატეგორია ონკოლოგიაში (1987). იგი ონკოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებზე კვლევების 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, ასევე ერთი მონოგრაფიისა სახელწოდებით: "წყლულოვანი ეტიოლოგიის დუოდენალური სისხლდენის კომპლექსური მკურნალობა" (თანაავტორებთან ერთად, 2006). ექიმი-ონკოლოგი, ქირურგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.893-895


Share: