| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერშონ მეგრელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ლაილაში, ლეჩხუმის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1924 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1929 წელს. 1918 წლის იანვრიდან მეგრელიშვილების ოჯახი ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად; 1918 წელს ქუთაისში გამოდის ქართულენოვანი ებრაული გაზეთი "ხმა ებრაელისა", რომლის რედაქციაშიც გ. მეგრელიშვილს მიჰქონდა ავტორთა წერილები, ეხმარებოდა რედაქციის მუშაკებს ავტორებთან კონტაქტის დამყარებაში და გაზეთის გავრცელებაში; გიმნაზიის დამთავრების შემდგომ მუშაობა დაიწყო ქუთაისში გამომავალ გაზეთ "მუშის" რედაქციაში; პარალელურად თბილისში გამომავალი გაზეთის "მაკავეელის" კორესპონდენტი იყო ქუთაისში; მის მიერ გაზეთისთვის დაწერილ სტატიებს ხელს აწერდა ფსევდონიმებით "მეგობარი" და "ლაილაშელი"; 1924 წელს მისი და მისი მეგობრების ინიციატივით ქუთაისში დაარსდა "ებრაელ მცირემცოდნეთა სალიკვიდაციო სკოლა"; სკოლაში ებრაელ მცირემცოდნეებს ასწავლიდნენ ანგარიშს, წერა-კითხვას, ისტორიას; გ. მეგრელიშვილის ხელღმძღვანელობით სკოლაში იმართებოდა საღამოები, სადაც წარმოადგენდნენ კომედიებს, მცირე მოცულობის პიესებს, კითხულობდნენ ლექსებს, მონოლოგებს; 1925 წელს მისი ინიციატივთ ქუთაისში, საზღვარგარეთ გაქცეული ცნობილი ბურჟუის, არონია რიჟინაშვილის ბინის პირველ სართულზე ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნა; საბჭოთა ხელისუფლების პირობებში საფრთხე ემუქრებოდა ებრაული ეროვნული იდეის არსებობას; სწორედ ამ საფრთხის გამო საშიშროება ემუქრებოდა ქუთისის სიონისტურ არქივს, რომელიც დოკუმენტების, ფოტოსურათების, ჩანაწერების, მიმოწერისა და ოქმისგან შედგებოდა; არქივი შეიცავდა აგრეთვე წმინდა ებრაულ - ეროვნული ხასიათის ლიტერატურასაც; იმისათვის, რომ ეს ძვირვაფსი საარქივო მასალა შთამომავლობას დარჩენოდა, გ. მეგრელიშვილის თაოსნობით ბიბლიოთეკის ერთ-ერთ კედელში გაკეთებულ იქნა სამალავი, რომელშიც სიონისტური არქივი იქნა შენახული; 1926 წელს გ. მეგრელიშვილი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სიონისტური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ მუშობდა; 1929 წელს ახალციხის მოსამართლედ დაინიშნა, შემდგომ ბათუმში განაგრძო მუშაობა; იგი რეპრესირებულ იქნა 1931 წელს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 16 კაციან ჯგუფთან ერთად თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის, რომლებიც პალესტინაში ჩასვლას ცდილობდნენ; 1936 წლის 8 თებერვალს გაათავისუფლეს; 1937 წელს გ. მეგრელიშვილი მუშაობას იწყებს საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრად; 1938 წელს ბაქოში გადადის საცხოვრებლად, სადაც ოჯახი შექმნა; 1941 წლის ოქტომბერში დააკავეს, გამოირკვა, რომ უშიშროების ორგანოებმა ქუთაისის ებრაული ბიბლიოთეკის კედელში ჩამარხული ძველი სიონისტური არქივი იპოვეს, ძიების კვალი გ. მეგრელიშვილამდე მივიდა; 1949-1969წწ. რუსთავვაჭრობის იურისტკონსულია და ქალაქ რუსთავის ქალაქის ადვოკატთა კოლეგიის წევრი; 1969 წელს ისრაელში ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. მან, როგორც მწერალმა, ხუთი წიგნი გამოსცა: ებრაულ-ქართული ლექსიკონის ორი, მცირე და მოზრდილი გამოცემა, მესამე რუსულენოვანი წიგნი - "მე ბრალს ვდებ", სადაც ავტორის სიონისტური კრედოა გადმოცემული, მეოთხე - "ქუთაისის პროცესი", ასი წლის წინათ ცხრა საჩხერელი ებრაელის ქუთაისში გამართული პროცესის სტენოგრაფიული ჩანაწერის ივრითული თარგმანი, და მეხუთე - ინგლისურ ენაზე გამოცემული "ტრებლინკას ჯოჯოხეთი". ქართული სიონიზმის დიდი მოღვაწე და მემატიანე. წყარო: თეშუვის დღეები : არიე ვუდკას, შიმონ გრილიუსის, იოსეფ მენდელევიჩის წერილები საბჭოთა ციხიდან და ბანაკიდან / ამანა თორის კულტურის გამავრცელებელი საზოგადოება. რელიგიის და კულტურის სამინისტროები.-იერუშალაიმი, 1986.-გვ.262-277; litfund.ru
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

