The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ გობაძე

თამაზ გობაძე
Date of birth:22 February, 1956  (70 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდაჭარა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1981წწ. იყო ქ. ბათუმის პირველი პოლიკლინიკის ინტერნი; 1981-1993წწ. ხულოს რაიონული პოლიკლინიკის ექიმი-სტომატოლოგი; 1993-2000წწ. ქ. ბათუმის მე-2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი-ორთოპედი; 2000 წლიდან ქ. ბათუმის სტომატოლოგიური კლინიკა "დენსის" ექიმი-ორთოპედი. წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში, 1988-1991 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ექიმი-სტომატოლოგი, ექიმი-ორთოპედი.

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.896


Share: