The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟენარი გრიგალაშვილი

ჟენარი გრიგალაშვილი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1956  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცემი, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი.

1982-1983წწ. ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში გაიარა ინტერნატურა; 1983-1991წწ. იყო ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების პედიატრი; 1991-2002წწ. ბორჯომის სამშობიარო სახლის ნეონატოლოგი; 2002 წლიდან ჯერ ბორჯომის სამშობიარო სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამშობიარო სახლის დირექტორი. მან კვალიფიკაცია გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ნეონატოლოგიაში (1991), ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდები ნეონატოლოგიაში (2001) და ჯანდაცვის ორგანიზაციაში (2005). დაჯილდოებულია მედლებითა და საპატიო სიგელით ბავშვთა დაცვის საქმეში გაწეული წვლილისათვის. ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.897

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მაჟორიტარი დეპუტატი (2006-2010)
  • სამცხე-ჯავახეთის ქალთა რეგიონული საბჭო, წევრი

გააზიარე: