| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუთი კოპაძე![]()
BiographyXVI საუკუნის რამდენიმე ხელნაწერი დამზადებულია "ცოდვილი და უღირსი მონაზონის" რუთის მიერ. ასეთია, "კურთხევანი", "თვენი" და სხვ. მასვე გადაუწერია ხობის გულანი "ბრძანებითა აფხაზეთის კათალიკოზისა ბატონისა ევდემოზისათა", ევდემონ ჩხეტიძის (1557-1578) დაკვეთით. ესაა არა მამაკაცი, როგორც ზოგიერთ მკვლევარს ეგონა, არამედ მანდილოსანი, რომელიც სხვა წყაროებითაცაა ცნობილი, სახელდობრ, "კოპაძის ასული ცოდვილი მონაზონი რუთი". თავის მეუღლესა (მელქისედეგი) და შვილებთან ერთად იხსენიება XII საუკუნის სვინაქსარის გვიანდელ მინაწერებში. იგივე პირი უნდა იყოს გამაცხოველებელი (გამაცოცხლებელი) იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთი ხელნაწერისა (ცოდვილთა უცოდვილესი და ყოველთა მონაზონთა უნარჩევესი კოპასძის ასული საწყალი მონაზონი რუთი). იერუსალიმურ ხელნაწერებში რუთის ჩანაწერების არსებობის მიხედვით, რუთი ერთხანს პალესტინაშიც მოღვაწეობდა. მონაზონი, მწიგნობარ-გადამწერი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.77
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

