The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ცანკაშვილი

დავით ცანკაშვილი
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1972
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 1992  (20 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1989 წელს გაიწვიეს ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში, მაგრამ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული მოძრაობის გამო უარი განაცხადა საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურზე. საქართველოში ახლად შექმნილი ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებისთანავე ჩადგა მის რიგებში. 1991 წლის მაისში მსახურობდა ოზურგეთში. 1992 წლის ივნისში დაამთავრა სამხედრო სავალდებულო სამსახური ოფიცრის წოდებით და თავისსავე ნაწილში, ოზურგეთში დარჩა. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, სოფელ ტამიშთან, 1992 წლის 21 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.489


გააზიარე: