The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენ ბებუთოვი

დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1834
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 1913  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამა, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის თავად-აზნაურთა გიმნაზია.

1854 წლიდან მსახურობდა სამოქალაქო უწყებაში. ყირიმის ომის (1853-1856წწ.) მონაწილე. 1856 წლიდან მსახურობდა პრაპორშჩიკად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში; 1868-1869წწ. კაპიტნად დაღესტნის სამხედრო ოლქში; 1874 წელს არტილერიის პოდპოლკოვნიკის წოდებით დაინიშნა დაღესტნის ოლქის უფროსის კანცელარიის უფროსის თანაშემწედ; 1875-1877წწ. მსახურობდა დაღესტნის ოლქის თემირ-ხან-შურას ოლქის უფროსად; მონაწილეობდა (1877-1878) რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1882 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1883-1884წწ. მსახურობდა დაღესტნის ოლქის, ანდიის ოლქის უფროსად; 1885-1888წწ. იმიერკასპიის ოლქის, მანგიშლაკის სამაზრო სამმრთველოს უფროსად; 1888-1890წწ. იმიერკასპიის ოლქის, კრასნოვოდსკის სამაზრო სამმართველოს უფროსად. ირიცხებოდა ტფილისის სომხურ-გრიგორიანული სასულიერო სასწავლებლის მზრუნველთა საბჭოს წევრად და ტფილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. 1897-1907წწ. არჩეულ იქნა ტფილისის საქალაქო სათათბიროს წევრად. იყო "უპოვართა სახლის" მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე. გენერალ-მაიორი (1893).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.47

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1884 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1881 - ოქროს იარაღი (სიმამაცისთვის)
  • 1880 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1875 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1870 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1867 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1859 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: