The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან კვარაცხელია

ქეთევან კვარაცხელია
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1957  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა ქ. სარატოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1983წწ. სტაჟირება გაიარა ქ. პენზის საავადმყოფოში და ქ. სოხუმის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 1984-1993წწ. ქ. გალის სამშობიარო სახლის ბავშვთა განყოფილების გამგე და ექიმი-ნეონატოლოგი; 1993-1996წწ. ქ. ტიუმენის 26-ე სამშობიარო სახლის ნეონატოლოგი (1993-1996, ტიუმენში ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად, დროებით აფხაზეთში წარმოებული საოამარი მოქმედების გამო); 1996-2005წწ. ქ. თბილისის 27-ე პოლიკლინიკის პედიატრი; 2005-2007წწ. გალის რაიონის ჯანდაცვის სამსაახურის უფროსი; 2007-2009წწ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ქ. ზუგდიდის შპს პოლიკლინიკის დირექტორი; 2009 წლიდან აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი. იგი რამდენიმე ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელიც პედიატრიის აქტუალურ საკითხებს ეხება. აქვს რამდენიმე სერთიფიკატი: ნეონატოლოგიაში (2001), პედიატრიაში (2003), ჯანდაცვის ორგანიზციაში (2005), სამედიცინო ექსპერტიზაში (2007). გავლილი აქვს ტრეინინგები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში (2003). მონაწილეობდა ამიერკავკასიის ნუტრაციოლოგიურ სემინარში.ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 899-890


გააზიარე: