| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ღოღელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიიცინო ინსტიტუტი 1955 წელს; ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყელ-ყურის განყოფილების ორდინატურა 1967 წელს. 1956-1962წწ. იყო თიანეთის რაიონული პოლიკნინიკის ექიმი-ლარინგოლოგი; 1962-1965წწ. თბილისის ტუბდისპანსერის ექიმი-ლარინგოლოგი; 1967-1999წწ. მუშაობდა ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში: ყელ-ყურის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, თავ-კისრის განყოფილების გამგრდ; იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო ჰოსპიტალისა და ციხის საავადმყოფოს მთავარი კონსულტანტი, აქტიურად თანამშრომლობდა სანიტარული ავიაციის სამსახურთან. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ორი მონოგრაფია. აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ექიმ მარინე ღოღელიანის მამა, კონსტანტინე ღოღელიანის შვილი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.333
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

