| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასთანდარი![]()
ბიოგრაფიაყველაზე ადრეული ხელნაწერი, რომლის დამწერიც ქალი კალიგრაფი ყოფილა, XVI-XVIII საუკუნებით დათარიღებული კრებულია (აგიოგრაფიული ძეგლები, საკითხავები და სხვ.) გადამწერი კალიგრაფი ქალი კი მეფეთ მეფის ასული ასთანდარი. ხელნაწერს ხუთი გადამწერი ჰყოლია - 4 მამაკაცი (იესე ბედისმწერლიშვილი, ნათანაელ ბედისმწერლიშვილი, იესე ოსესძე და ა. შ.) და მეფის ასული ასთანდარი. ხელნაწერებს ძირითადი ტექსტის ბოლოს, როგორც წესი, კალიგრაფი ურთავდა მინაწერს (იმავე ანდერძს) - ვინ დაწერა ხელნაწერი, ვინ შეამკო ილუსტრაციებით, ვინ ჩასვა ყდაში (ანუ შემოსა) და სხვ. სწორედ მისივე ანდერძიდან ვიგებთ ასთანდარის შესახებ: "მარინას წამების" ბოლოს მიწერილია შემდეგი: "ღმერთო და წმიდაო მოწამეო ქრისტესო მარინა, დამიცევ მონა, მოსავი შენი მეფეთ-მეფისა ასული, ფრიად სულით საწყალობელი ასთანდარ და მეცხედრე ჩემი, ბატონი მანუჩარ და ძმანი ჩემნი და ამ სოფლით მიცვალებულთა ჩემთა შეეწიე, წმიდაო მარინა". ასთანდარი იხსენიება მე-15 საუკუნის სახარების ერთ-ერთ გვერდზე მხედრული წარწერით გაკეთებულ მინაწერში და როგორც "ასტანდარი" ასევე სახარების კიდევ ერთ ხელნაწერში. მეფეთ-მეფის ასულის ასთანდარის ვინაობა გარკვეული არაა (მისი სიტყვებიდან ვიცით მხოლოდ, რომ ჰყოლია მეუღლე "ბატონი მანუჩარი" და ძმები). ამიტომ ძნელია თქმა, რომ სამივე ხელნაწერში მოხსენიებული ასთანდარ-ასტანდარი ერთი და იგივე პირია, მაგრამ ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ასთანდარი ქართლის მეფის, XV-XVI საუკუნეებში მოღვაწე კონსტანტინე II-ის (1478/1479-1505) ასული უნდა იყოს. უნიკალური ხელნაწერი კრებული კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრშია დაცული. ასთანდარის კალიგრაფიულ მემკვიდრეობას მხოლოდ ამ ხელნაწერის სახით არ მოუღწევია, მისი მინაწერები აღმოჩნდა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ კიდევ 2 ხელნაწერზე. კალიგრაფი, მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.79-80; ახალი განათლება: akhaliganatleba.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

