The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბებუთოვი

დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1855
გარდაცვ. თარიღი:1931  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

გენერალ ვასილ ბებუთოვის ძმა. დაამთავრა ტფილისის გიმნაზია და სტავროპოლის იუნკერთა კაზაკთა სასწავლებელი.

ჯარში მსახურობდა 1872 წლიდან. 1878 წლიდან ოფიცრად. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) და პირველ მსოფლიო (1914-1918) ომებში. 1910 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1913 წლამდე მსახურობდა კავკასიის მე-II საარმიო კორპუსის, კავკასიის კავალერიის დივიზიის, ტვერის დრაგუნთა მე-16 პოლკის მეთაურად. 1913 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიონით. სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1917).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.54

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1909 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: