The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე ბეჟანბეგოვი

პავლე ბეჟანბეგოვი
Date of birth:29 January, 1869
Date of death:1962  (at 92 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში, კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელში და ნიკოლოზის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში 1896 წელს (1-ი თანრიგით).

სამხედრო სამსახურში შევიდა 1887 წელს. მსახურობდა კავკასიის მე-4 მსროლელ ბატალიონში, ტფილისის იუნკერთა ქვეით სასწავლებელში ოცმეთაურად და მასწავლებლად იმავე სასწავლებელში; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში; 1905-1908წწ. მსახურობდა კავკასიის ცხენოსანი ბრიგადის მმართველობის უფროს ადიუტანტად; 1908-1910წწ. - ყურინის 79-ე ქვეით პოლკში; 1912 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1913-1914წწ. მსახურობდა კავკასიის 1-ლ მსროლელ პოლკში; მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918); ომის დროს მსახურობდა კავკასიის მე-4 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსად და კავკასიის მოხალისეთა 1-ი ბრიგადის შტაბის უფროსად; 1916 წლიდან მეთაურობდა 1-ლ მსროლელ სომხურ ბატალიონს და კავკასიის 22-ე მსროლელ პოლკს; რუსეთში ოქტომბრის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის ჯარში, სადაც მას მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; მეთაურობდა სომხურ მსროლელ ბრიგადას; 1918 წლის მარტში მონაწილეობდა ბრძოლებში არზერუმთან, სომხეთ-თურქეთის ომის დროს; სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, 1920 წლიდან მსახურობდა სომხეთის წითელ ჯარში საკლუბო განყოფილების ინსტრუქტორად, სამხედრო ორკესტრის უფროსად, კავკასიის ცალკეული არმიის შტაბის ცხენოსანი შემადგენლობის აღრიცხვის განყოფილების უფროსად და შტაბის სამობილიზაციო განყოფილების უფროსის თანაშემწედ; 1922-1923წწ. მსახურობდა შტაბის საჯარისო სამსახურის განყოფილების უფროსთან, დავალებათა შემსრულებლად; მოგვიანებით ოჯახთან ერთად ცხოვრობდა შუა აზიაში, ფერგანაში, სადაც მოღვაწეობდა სასწავლო დაწესებულებებში; სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში. გენერალ-მაიორი (1918).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.60-61

Awards and Honors

  • 1911 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1906 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1905 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1904 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)

Share: