| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რებეკა![]()
ბიოგრაფიარებეკა მონაზვნის დაკვეთით გაბრიელ მთავარდიაკონს გადაუწერია "ჟამნი", რომელმაც შემოინახა ხელნაწერის დამკვეთის ანდერძი: "მე ფრიად ცოდვილმან რებეკა მონაზონმან, ვიგულეთ და ვიგულმოდგინეთ და აღვაწერინეთ წმიდა ესე და სულთა განმანათლებელი ჟამნი სრული სულისა ჩუენისა სახსრად და საოხვად, ვინცა შენდობით მომიხსენო, თქეუენცა მოგიხსენოს ღმერთმან. ამინ". რებეკას ვინაობის ამსახველ ცნობებს ხელნაწერი არ შეიცავს. რა ერქვა ადრე ამ მანდილოსანს, რა იყო მიზეზი იმისა, რომ თავის თავს ცოდვილს უწოდებდა, არ არის ცნობილი. იგი XVI-XVII საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს. მონაზონი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.90
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

