| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ ბექთაბეგოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. სამხედრო სამსახურში შევიდა 1817 წელს, მე-20 საარტილერიო ბრიგადაში იუნკერად. 1823 წლის 7 თებერვალს მიენიჭა პრაპორშჩიკის სამხედრო წოდება. მსახურობდა ლიტვის ცალკეული კორპუსის, გრენადერთა 1-ლ საარტილერიო ბრიგადაში, და იქნა დატოვებული სანქტ-პეტერბურგში, საარტილერიო სასწავლებელში განათლების მისაღებად. 1825 წელს გადმოიყვანეს კავკასიაში, 21-ე საარტილერიო ბრიგადაში და მიიღო მონაწილეობა 1826 წლის კამპანიაში სპარსეთის წინააღმდეგ. 1827 წელს ჩარიცხული იქნა მე-2 საარტილერიო ბრიგადაში. შემდეგ იბრძოდა ამიერკავკასიაში თურქთა წინააღმდეგ. 1830 წელს დაწინაურდა ყაბარდოს ლაშქრობაში, შემდეგ იბრძოდა ლეკთა წინააღმდეგ ჭარ-ბელაქნის ოლქში. 1834 წელს საბრძოლო დამსახურებისათვის მთიელთა წინააღმდეგ, მიიღო შტაბს-კაპიტნის და კაპიტნის სამხედრო წოდებები. 1836 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1848 წელს დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის არტილერიაში. მონაწილეობდა ყირიმის (1853-1856) (აღმოსავლეთის) ომში და ლაშქრობებში კავკასიაში. 1857 წელს მიწერილ იქნა კავკასიის არმიასთან პოლიტიკური შეხედულობების დარგში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1848). წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.62-63; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

