The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამინ მითაიშვილი

დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2021  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი 1996 წელს.

1982-1995წწ. იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგე; 1995-2000წწ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; 2000–2004წწ. შპს "საქართველოს რკინიგზაში" – გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკის დარგში; 2004-2021წწ. შპს "საქაერონავიგაციაში" – ეკონომიკის სამსახურის უფროსი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება დარგობრივი ეკონომიკისა და ფასწარმოქმნის საკითხებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1991). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: