The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანატოლი მილჩენკო

ანატოლი მილჩენკო
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1938
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 2011  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი.

1955 წელს ფეხბურთს თამაშობდა ბორჯომის "ჩანჩქერში" ("განთიადი"), შემდეგ – თბილისის "ასკ-სა" (1956–1961) და სოხუმის "დინამოში" (1962–1963), ბოლოს კი – ტყვარჩელის ფეხბურთის გუნდში (1964). იყო 30-ზე მეტი საერთაშორისო მატჩის, მ. შ. მოსკოვის ოლიმპიადის (1980), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისა (1979) და უეფას იუნიორთა ტურნირის (1975) არბიტრი. სულ სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 202 მატჩი (1967–1986, მეორე შედეგი), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 38 (1990–92). 14-ჯერ დაასახელეს სსრკ საუკეთესო მსაჯად (1970–1974, 1977–1985). როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) გამოეყო სსრკ ფეხბურთის ფედერაციას (1990), მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატისა და თასისთვის გამართულ მატჩებს (1990–1992). იყო საქართველოს მსაჯთა კოლეგიის პრეზიდიუმის წევრი (1978–1990), სფფ-ის მსაჯთა და საინსპექტორო კომიტეტის თავმჯდომარე (1998–2005), კლუბ "ვიტ ჯორჯიას" სპორტული დირექტორი (2005–2010), სფფ-ის ახალგაზრდა მსაჯების მომზადების მენეჯერი (2010–2011). 2000 წელს აღიარეს XX ს. საქართველოს საუკეთესო არბიტრად. ფეხბურთელი, საბჭოთა კავშირის საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1967).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1974 - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი

გააზიარე: