The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ მიმინოშვილი

ოთარ მიმინოშვილი
Date of birth:2 August, 1940
Date of death:2 March, 2017  (at 76 years)
Category:Ethnologist, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1958–1972წწ. თამაშობდა წყალბურთს თბილისის "დინამოს", საქართველოსა და სსრკ ნაკრებების შემადგენლობაში; იყო თბილისის "დინამოს" კაპიტანი, სპორტული საზოგადოება "დინამოს" ინსტრუქტორი, მრავალი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი; ხელი შეუწყო წყალბურთის პოპულარიზაციას საქართველოში. 1968–2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად; 1972–1974წწ. – ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1973 წლიდან ისტორიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ხალხთა რელიგიის ისტორიაში; 1987 წლიდან იყო ეთნოგრაფიის კათედრის დოცენტი, 1990 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრასთან არსებული ეთნიკური კულტურისა და ეროვნული ტრადიციების შემსწავლელი ლაბორატორიის გამგე; 1994 წლიდან – სპეციალიზებული მოსამზადებელი განყოფილების უფროსი; 2008–2009წწ. მუშაობდა წმ. ანდრიას სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2003). წყალბურთელი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1961 - სსრკ სპორტის ოსტატი

Bibliography


Share: