| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დარჩიძეები, შუახევის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო აკულტეტი 1985 წელს; ამავე წელს გაიარა ინტერნატურის კურსი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. 1975 წელს მუშაობდა სოფელ დარჩიძეების კოლმეურნეობაში; 1975-1977წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1986-1987წწ. შუახევის რაიონის სოფელ ოლადაურის საექიმო ამბულატორიის გამგეა; 1987-1990წწ. ამავე რაიონის სოფელ შუბნის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმია; (1990, გაიმარჯვა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გამოცხადებულ კონკურსში) ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის 250 საწოლიანი სანატორიუმ "კოლხიდის" მთავარი ექიმია; 1991-1998წწ. აჭარის რესპუბლიკური საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის ექიმი-ექსპერტი; 1998-2002წწ. აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის მთავარი ექიმია; 2002-2003წწ. შპს ქ. ბათუმის პირველი პოლიკლინიკის დირექტორი; 2003 წლიდან შპს აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის დირექტორი. სერთიფიცირება გაიარა ჯანდაცვის ორგანიზაციაში (2001) და ტრანსფუზიოლოგიაში (2002). ექიმი-თერაპევტი, ცნობილი ჯანდაცვის ორგანიზატორი აჭარაში. წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.905-906 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

