The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ სურმანიძე

ომარ სურმანიძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1958  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვერნები, ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983-1984წწ. გაიარა ინტერნატურა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში; 1984-1985წწ. ხულოს რაიონული საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი; 1985-1989წწ. ხულოს რაიონის საექიმო შრომითი ექსპერტიზის თავმჯდომარე; 1993 წელს ხულოს რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1993-1996წწ. ხულოს რაიონის მთავარი ექიმი; 1996-1998წწ. ხულოს რაიონის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე; 1998 წლიდან ხულოს რაიონის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორი; პარალელურად 1989 წლიდან მუშაობს ხულოს რაიონული საავადმყოფოს ექიმ-ნევროპათოლოგად. მან კვალიფიკაცია აიმაღლა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში და 1989 წლიდან დაეუფლა ექიმ-ნევროპათლოგის სპეციალობას. ექიმი-ნევროპათოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი აჭარაში.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარინაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.907


გააზიარე: